თავში

შეზღუდვების ახალი ტალღა ეკონომიკას მილიარდნახევრამდე დააზარალებს

შეზღუდვების ახალი ტალღა ეკონომიკას მილიარდნახევრამდე დააზარალებს
შეზღუდვების ახალი ტალღა ეკონომიკას მილიარდნახევრამდე დააზარალებს

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მთავრობის მიერ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება-გამკაცრებამდე ელოდა, რომ მთავრობა ეკონომიკას 2-კვრიან შეზღუდვას უმზადებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ შეზღუდვები 2 თვე გასტანს. არჩვაძის გაანგარიშებით, 2-კვირიანი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკას 400 მილიონი ლარი დაუჯდებოდა, 2-თვიანი ნაწილკობრივი ლოკდაუნი კი ქვეყანას სავარაუდოდ მილიარდნახევარი ლარით დააზარალებს. ეპიდემიის პირველი ტალღის დროს გამოცხადებული ლოკდაუნისას ეს მაჩვენებელი, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, 750-800 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვებია და არა ლოკდაუნი, თუმცა არჩვაძის შეფასებით, გამკაცრებული შეზღუდვები ეკონომიკა 80%-ით ლოქდაუნს ნიშნავს, რადგან რეალურად არაფერი მუშაობს და რაც მუშაობს, იქაც კატასტროფული კლებაა.

"მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამით ყველაფერი ,,კვდება“, რადგან ფარმაცია, მედიცინა, კვების მრეწველობა, მედია იმუშავებს. ზოგადად, რაც მცირე ზომის არის ქვეყანა და მცირეა მისი მასშტაბი, ბიზნესზე დანაკარგი მით მეტად მტკივნეულია. იმის მიუხედავად, რომ პოზიტიური მომენტები მძლავრობს ეკონომიკაში, მაგრამ შეუქცევადი ხასიათი რომ მიიღოს, სამედიცინო ფაქტორების წამოწევა მნიშვნელოვანია. დროპებით გვიწევს უარი უნდა ვთქვათ ეკონომიკურ აქტივობებზე, რათა მერე მეტი რესურსის გადასროლა მოვახდინოთ ისევ ამ მიმართულებით. შეზღუდვების გარეშე ჩვენი შესაძლებლობები ისედაც დაეცემოდა, გარდა იმისა, რომ ავადმყოფ საზოგადოებას, როგორც წესი, აქტიური მოთხოვნილება უმცირდება, ვერც ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაერთვებოდა," - ასე ხსნის ექსპერტი შეზრუდვების გამკაცრების აუცილებლობას.  

მისივე განმარტებით, პირველი ლოკდაუნის დროს საქართველოს ეკონომიკა 16%-ზე მაღალი მაჩვენებლით შემცირა და ქვეყანამ 700 მილიონი ლარით იზარალა.

შეზღუდვები, რომ ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ამას მთავრობაც აღიარებს. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ შეზღუდვების ფასს მთავრობა აკონტროლებს და კლება კრიტიკულად მაღალი არაა. მათი გათვლით, შეზღუდვები ეკონომიკას 0,7- 0,8 პროცენტით შეამცირებს.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დეტალურად განმარტა გამკაცრებული წერტილოვანი შეზღუდვების ეკონომიკური ფასი და დასძინა, რომ ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ფასი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system