თავში

შეზღუდვების მოხსნამ ავიაცია ვერ გამოაცოცხლა

შეზღუდვების მოხსნამ ავიაცია ვერ გამოაცოცხლა
შეზღუდვების მოხსნამ ავიაცია ვერ გამოაცოცხლა

ავიაციას ვერც რეგულაციების მოხსნამ უშველა. სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ შედეგი  ჯერჯერობით უმნიშვნელოა და ინდუსტრიის გამოცოცხლება სწორ მენეჯმენტთან ერთად, დროს მოითხოვს. ,,ჰაბ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა იმედს ზაფხულის სეზონზე ამყარებს. 

,,ავიამიმოსვლა განახლდა, მაგრამ მხოლოდ რეგულაციების მოხსნა საკმარისი არ არის, პრობლემა მაინც არსებობს. ჯერჯერობით დინამიური პროცესებია, პერსპექტივაზე ვმუშაობთ, რომ გამოსავალი მოიძებნოს, რაც კრიზისის დაძლევაში დაგვეხმარება. მთელ აქცენტს ზაფხულის სეზონზე ვაკეთებთ, რომ ამ პერიოდში მაინც მოვახერხოთ მგზავრთა ნაკადის გაზრდა. ამ შანსს თუ გავუშვებთ, მერე პოზიციების აღდგენა ძალიან გაგვიჭირდება.  აპრილი-მაისი ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტურია. თუმცა ნელ-ნელა კომპანიები შემოდიან და მატებაც დაიწყო", - ამბობს კოდუა report.ge-თან.

რაც შეეხება მოლოდინებს, კოდუას თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე დარგს მესამე შესაძლო ლოქდაუნით შიძლება დაემუქროს, ამიტომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვები ავიაციის სფეროზე არ გავრცელდეს.

,,ინდუსტრიაში ყველანაირი რეგულაცია დაცულია, რის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ შეზღუდვები არ უნდა შეეგვეხოს, ეს იქნება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღრმა კრიზისში აღმოვჩნდებით, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება. საქართველოს ეკონომიკამ ერთწლიანი ჩაკეტვა გადაიტანა და ახალა, მეორე წელსაც თუ იგივე გაგრძელდა, ვეღარ გადარჩება. მომხრე ვარ, რომ მკაცრი კონტროლი იყო, მაგრამ ჩაკეტვა კატეგორიულად მიუღებელია", - აცხადებს გიორგი კოდუა.

შეზღუდვების მოხსნის ეფექტს ჯერჯერობით უმნიშვნელოდ მიიჩნევს ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი, რომლის შეფასებითაც, შედეგი ჯერჯერობით დიდად არ იგრძნობა, რადგან სერიოზული ფრენები არ დაწყებულა.

საქართველოში იმ დროს მოიხსნა შეზღუდვები, როცა სხვა ქვეყნებმა მორიგი ლოკდაუნი დააწესეს. თუმცა დადებითი ტენდენცია გაჩნდა, ზოგადად, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით არის აშკარად მოთხოვნილება, რომ ავიაკომპანიებმა გაზარდონ თავიანთი სიხშირეები, მაგრამ ვინაიდან მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში კოვიდ სიტუაცია იცვლება, ჯერჯერობით ანალიზის გაკეთება ნაადრევია. სწრაფად უნდა მოხდეს ვაქცინაცია, რის გარეშეც მგზავრების ზრდა წარმოუდგენელია. თუმცა მთავრობის პოზიცია, რომ დაეხმაროს დარგს და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია. ავიაციისთვის ახლა გამოღვიძების პერიოდია და პირველად ეძლევა კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა. სავაერაუდოდ, წლის ბოლომდე მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას არ ველით, მომავალ წელს უფრო მეტად შევძლებთ კრიზისთან გამკლავებას, მეტი რესურსი გვექნება, ხოლო 2024 წელი, სავარაუდოდ, ის პერიოდია, რომ როცა დარგი დაკარგულ პოზიციებს აღიდგენს", - ამბობს ზაუტაშვილი report.ge-თან.

ცნობილია, რომ საქართველოს აეროპორტებში კვირაში 290-მდე რეგულარული ფრენა შესრულდება.  ,,საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ დაახლოებით 180-185 რეისის, პიკურ პერიოდში კი, 290-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება," - ამის შეასხებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი აცხადებს. ლევან კარანაძის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი დამტკიცდა. ზაფხულზე ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპოპრტიდან 34 მიმართულებითაა ფრენა შეთანხმებული. საჰაერო სატვირთო რეისებს სამი კომპანია შეასრულებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system