თავში

შიდა ქართლში 38 კომპანიას 330-ზე მეტი ვაკანსია აქვს

შიდა ქართლში 38 კომპანიას 330-ზე მეტი ვაკანსია აქვს
შიდა ქართლში 38 კომპანიას  330-ზე მეტი ვაკანსია აქვს

20 მაისს, ქალაქ გორში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა (SESA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე და საქმებისთვის!)“ ფარგლებში, დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე შიდა ქართლში არსებულმა 38–მა კომპანიამ 330–ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაო ადგილები კვების, წარმოების, სამშენებლო, საბანკო, სავაჭრო და მომსახურების სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 320–ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გასაუბრებოდნენ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system