თავში

შიდა მიმართულებით დამატებითი ავია რეისები დაინიშნა

შიდა მიმართულებით დამატებითი ავია რეისები დაინიშნა
შიდა მიმართულებით დამატებითი ავია რეისები დაინიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთანება შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. Report.ge-ს ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთანებიდან აცნობეს. 

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების მომსახურების მიზნით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს.

არსებულ რეგულარულ რეისებს 30 დეკემბერს თითოეულ მიმართულებაზე თითო რეისი დაემატება და ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება.

ნატახტარი - მესტია: 11:30

მესტია - ნატახტარი: 13:00

ნატახტარი - ამბროლაური: 09:00

ამბროლაური - ნატახტარი: 10:15

თბილისი - ბათუმი: 10:00

ბათუმი - თბილისი: 12:00

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system