თავში

შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ

შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ
შიდა ვალის ზრდას საგანგაშოდ მიიჩნევენ

საგარეო ვალთან ერთად, მთავრობა შიდა ვალის ზრდის საშიშ ტენდენციას აგრძელებს. როგორც ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, 2021 წლის ბიუჯეტი და გაზრდილი ვალები ქვეყნისთვის უკვე კატასტროფად იქცა. როგორც ეკონომისტი ვარაუდობს, ვალის სიდიდე  საშიშ ზღვარზეა და სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს სამომავლოდ, რადგან ქვეყანას ამ ვალდებულებასთან გამკლავების რესურსი არ დარჩება.

,,ვალი მომავალმა თაობამ უნდა გადაიხადოს და დღეს ეს საერთოდ აარავის აინტერესებთ, მომავალზე არავინ ფიქრობს. სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ ქვეყანას საკმარისი შემოსავალი არა აქვს, ხარჯი უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნესსექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც არ ღირს ვალის აღება. მით უფრო, როცა საქმე შიდა ვალს ეხება.  სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას. მთავრობას უნდა შეემცირებინა ვალზე დამოკიდებულება და ამ დროს მოხდა საპირისპირო. ნებისმიერი ვალი ცუდია, იქნება ის შიდა თუ საგარეო. შიდა ვალის განსაკუთრებული პრობლემა კი არის ის, რომ სესხის ნაწილის აღება ხდება ბანკების საშუალებით, ახალი გამოშვებული ფულით, რაც საბოლოდ აისახება კიდეც ლარის გაუფასურებაზე, ეს სიმახინჯე და სიყალბე არ იცვლება", - აცხადებს შეშელიძე.

ეკონომისტის განცხადებით, ვალების ასეთი ზრდით საქართველო შეიძლება კატასტროფის წინაშეც აღმოვჩნდეს, რადგან ქვეყანაში არ იქმნება გადამხდელთა ახალი ნაკადი, ჯეროვნად არ იზრდება ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა და ვერ ხერხდება საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაცია, რის გამოც თითოეული ლარის აღება საშიშია.

ცნობისთვის, 2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.000 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system