თავში

შრომის ინსპექცია ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექცია ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა
შრომის ინსპექცია ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა

უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა.

მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია განიხილეს, რომელიც ინფექციის გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

შეხვედრას თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტრო წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system