თავში

შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს
შრომის ინსპექცია ყოველდღიურად 20-მდე ობიექტს აჯარიმებს

"დარღვევების გამო, ყოველდღიურად შრომის ინსპექციის მიერ დაახლოებით 20-მდე ობიექტი ჯარიმდება," - ამის შეახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

კითხვაზე რამდენი ობიექტია ქვეყანაში ურჩი, რომელიც რეგულაციებს არღვევს, მინისტრს ზუსტი ციფრის დასახელება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ დღიურად 20-მდე დარღვევაა

"სტატისტიკა სხვადასხვაა, ასევე სხვადასხვაა სექტორის დამყოლობა და შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შრომის ინსპექცია თანამშრომლობს კერძო სექტორთან. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონის დონეზე რამდეჯერმე მივიდნენ სექტორში, გადამოწმონ და გააცნონ ეს რეკომენდაციები. კერძო სექტორი, რომელიც პანდემიის შედეგად ისედაც მნიშვნელოვნად დაზარალებულია ეკონომიკურად, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ვიყოთ მათი პარტნიორები, რათა შემდეგ არ დავჭირდეს აღმკვეთი ღონისძიებები ან დაჯარიმებები. ასევე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, შედეგად ჩვენ არ მივიღოთ ჩაკეტილი ქვეყანა და ჩაკეტილი ეკონომიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system