თავში

შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო იქმნება

შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო იქმნება
შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო იქმნება

გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, იქმნება შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო, რომელიც გააძლიერებს პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ სრულყოფას. როგორც ორგანიზაციიდან report.ge-ს აცნობეს, საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელ, ბექა ფერაძესთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ინსპექციის თანამშრომლები და პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები. როგორც ცნობილია,  2021 წლის 1 იანვარს შრომის ინსპექცია დამოუკიდებელ ორგანოდ, სსიპ-ად ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ამ საკითხს და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექციის დამოუკიდებელ ორგანოდ მუშაობა და უფლებამოსილების ზრდას პროფკავშირები უყურებს, როგორც საკუთარ მონაპოვარს. 

,,აღსანიშნავია, რომ იქმნება შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭო, რომელიც გააძლიერებს პროფკავშირებისა და შრომის ინსპექციის თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ინსტიტუციურ სრულყოფას. დარგებში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ. დისკუსიის რეჟიმში განვიხილეთ კომპანიების ინსპექტირების პროცესები, კოვიდ სიტუაცია და შრომის ინსპექციის რეაგირება ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლების კამპანიები და თემასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები", - აცნობეს report.ge-ს ,,გაერთიანებული პროფკავშირებიდან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system