თავში

შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 10 მლნ-ით, 57 მლნ-მდე, გაიზარდა

შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 10 მლნ-ით, 57 მლნ-მდე, გაიზარდა
შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 10 მლნ-ით, 57 მლნ-მდე, გაიზარდა

საქართველოს ბიუჯეტს იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც შტატგარეშე არიან დასაქმებული, 57 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც, წინა წელთან შედარებით, ამ მაჩვენებლის 10 მილიონი ლარით ზრდაზე მიუთითებს.

ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშში.

რაც შეეხება შტატში მყოფთა ჯამურ ანაზღაურებას, მისი გაცემა ბიუჯეტის “შრომის ანაზღაურების” მუხლიდან ხდება და მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ პირველ კვარტალში 385 მილიონი ლარი შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, ჯამურად სახელმწიფო აპარატის (შტატიანის და უშტატოს) შენახვა გადასახადის გადამხდელებს პირველ კვარტალში 442 მილიონი ლარი დაუჯდათ. შედარებისთვის, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 418 მილიონი ლარი იყო.

შტატგარეშე პირთა ჯამური ანაზღაურება გასულ წელს 242.2 მილიონი ლარი იყო. 

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system