თავში

შუქის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, გაზის კი 671 000 ოჯახს მოეხსნა

შუქის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, გაზის კი 671 000 ოჯახს მოეხსნა
შუქის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, გაზის კი 671 000 ოჯახს მოეხსნა

რაც შეეხება ფიზიკური პირებისადმი მთავრობის დახმარებას, ვიცე-პრემიერმა ცქიტიშვილმა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ამ ეტაპზე, იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 200 000 მათ სახელმწიფო მარტში, აპრილსა და მაისში დარიცხულ გადასახადს აუნაზღაურებს როგორც ელექტროენერგიის, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ამ შეღავათით ისარგებლებს 1 200 000 ოჯახი. აგრეთვე, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი აირის მოხმარება არ აღემატება 200მ3-ს თვეში მარტში, აპრილსა და მაისში სახელმწიფო გადაუხდის დარიცხულ გადასახადს და ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობა გააგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით.

" პირველ რიგში ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მოხდა ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system