თავში

სიგარეტით უკანონო ვაჭრობა მხოლოდ სამეგრელოში ფიქსირდება

სიგარეტით უკანონო ვაჭრობა მხოლოდ სამეგრელოში ფიქსირდება
სიგარეტით უკანონო ვაჭრობა მხოლოდ სამეგრელოში ფიქსირდება

სიგარეტის უკანონო ვაჭრობის მხრივ, ყველა რეგიონში ნორმალური მდგომარეობა გვაქვს, გარდა სამეგრელოსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლევა "გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში"  სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა განახორციელა.

"3 თანმიმდევრული ტალღა იყო. ფაქტობრივად, ერთი და იმავე ადამიანების, მწეველების გამოკითხვა მიმდინარეობდა რეგიონებში - სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, ასევე დედაქალაქი თბილისი, იქიდან გამომდინარე, რომ უკანონო ვაჭრობის შემთხვევები უფრო მეტად კონცენტრირდება ამ რეგიონებში. იცით, კონფლიქტურ ზონებთან მახლობელი ტერიტორიებია, შესაბამისად, მხოლოდ ეს რეგიონები ავიღეთ. პირველი, მეორე და მესამე კვლევის შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ყველა რეგიონში საკმაოდ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს, გარდა სამეგრელოსი. სამეგრელოში ასეთი მდგომარეობა დაფიქსირდა: პირველი ტალღის დროს 5% იყო უკანონო ვაჭრობის შემთხვევები, აქედან თამბაქოს ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო აფხაზურ აქციზიანი. მეორე ტალღაში ეს 14%-მდე გაიზარდა და მესამე ტალღაში - 32%-მდე. მთლიანად საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, რა თქმა უნდა, უკანონო ვაჭრობის წილი 2-3%-ს კვლავ არ სცილდება, მაგრამ ყველაზე სარისკო რეგიონი მაინც სამეგრელო გვაქვს,"- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system