თავში

"სილქნეტის" 36.2%-იან წილს ყაზახი ინვესტორი იყიდის

"სილქნეტის" 36.2%-იან წილს ყაზახი ინვესტორი იყიდის
სილქნეტის 36.2%-იან წილს ყაზახი ინვესტორი იყიდის

კომუნიკაციების კომისიამ დღეს "სილქნეტის" მესაკუთრეთა რიგებში ცვლილების განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა, რის საფუძველზეც ყაზახი ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი სს "სილქნეტის" 36.2%-იანი წილის მფლობელი გახდება.

ამ გარიგების შედეგად, კომისიის ინფორმაციით სილქნეტის მესაკუთრეთა სია ასეთი იქნება: გიორგი რამიშვილი - 36.3235%, ერკინ ტატიშევი - 36.3235%, ალექსი თოფურია - 16.7647%, დევიდ ბორგერი - 5.5883%, დავით მამულაიშვილი - 5%.

"21 ივლისს მიმართა სააქციო საზოგადოება სილქნეტმა, სადაც ითხოვდა სილქნეტის მესაკუთრე კომპანია პრომეთეუს ჰოლდინგ მალტა ლიმიტედის წილის 38.2353%-ის შეძენის თანხმობაზე კომპანია Topaz Investment Malta Limited-ის მიერ, რაზეც თანხმობას ითხოვს კომისიის მხრიდან. სილქნეტს ამ განაცხადში მითითებული აქვს, რომ Topaz Investment Malta Limited-ის 100%-იანი ბენეფიციარი მესაკუთრე არის ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი და რომ ეს კომპანია გეგმავს პრომეთეუს ჰოლდინგის 38.2353%-ის შეძენას. ამასთანავე, სტრუქტურას გეტყვით - Topaz Investment Malta Limited-ის 100%-ის მფლობელია ჯერ შპს “პატრომატა”, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული, ხოლო თავად “პატრომატას” 100%-ის წილის მფლობელია “რაიტენბერგ ბი თი ი”, რომელიც სინგაპურში რეგისტრირებული კომპანიაა, ხოლო ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ყაზახეთის მოქალაქე ერკინ ტატიშევი და იგი საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან (ოპერატორებთან) აფილირებული არ არის,"- განმარტავს სატელეკომუნიკაციო სექტორის რეგულირების აპარატის ხელმძღვანელი ეკა იმედაძე.

2020 წლის მაისის მდგომარეობით, "სოლქნეტს" 1.64 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო მის ინტერნეტ ქსელს კი 290 ათასი აბონენტი აღერიცხება.

ცნობისთვის, "სილქნეტის" ჯამური შემოსავალი შარშან 12.4%-ით გაიზარდა და მან 387.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system