თავში

სინგაპური კორონავირუსის წინააღმდეგ

სინგაპური კორონავირუსის წინააღმდეგ
სინგაპური კორონავირუსის წინააღმდეგ

სინგაპური $4.5 მილიარდს გამოყოფს კორონავირუსის შესაჩერებლად. 

სინგაპურის ფინანსთა მინისტრის, ჰენგ სვი კეატის  განცხადებით ამ თანხას როგორც ვირუსის გავრცელების საფრთხის, ასევე მისი ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის შესამცირებლად გამოიყენებენ. 

მინისტრის თქმით, გადასახადების ზრდა, რომელიც 2021 წელს იგეგმებოდა, აღარ განხორციელდება.  

"მაშინ როცა გლობალურმა ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო, კორონავირუსი გამოჩნდა და ეს პროცესი შეაფერხა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი კი თქვენი და თქვენი ოჯახების დაცვაა," - განაცხადა ჰენგ სვიმ. 

$575 მილიონი დაიხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით, ხოლო $4 მილიარდი კი მოხმარდება ბიზნესს, რათა ნეგატიური გავლენები აღმოიფხვრას. 

სინგაპურში ვირუსის 77 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ვირუსმა არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა. ასე მაგალითად, ამერიკული კომპანია Apple-ის სმარტფონების წარმოება და შემოსავლები შემცირდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას საგანგაშო უწოდა. 

წყარო: Reuters

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system