თავში

სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის დარგში თანამშრომლობა შეიძლება - თურნავა

სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის დარგში თანამშრომლობა შეიძლება - თურნავ
სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის დარგში თანამშრომლობა შეიძლება - თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს სლოვაკეთთან მანქანათმშენებლობის მიმართულებით თანამშრომლობა შეუძლია.

„ჩვენთან სტუმრად იმყოფება სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, რომელსაც სლოვაკი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია მოჰყვა. ტარდება ბოლო პერიოდში რიგით მესამე ბიზნესფორუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად ევროპელი და სლოვაკი ინვესტორებიდან და ბიზნესმენებიდან საკმაოდ მაღალი ინტერესია.

მათ გავაცანით ის შესაძლებლობები, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობთ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ეკონომიკური ზრდა, აღდგენის მაღალი ტემპი, რომელიც ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ ბევრი ერთობლივი პროექტი შედგება. განსაკუთრებული ინტერესი ამ დროისთვის IT სექტორის, ენერგეტიკის მიმართ გამოითქვა. სლოვაკეთი მანქანათმშენებლობის მდიდარი ტრადიციებით არის ცნობილი და ვფიქრობ, აქაც შეიძლება თანამშრომლობა. მზად ვართ სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად უფრო მეტი ინვესტიცია და პროექტი განვახორციელოთ და მათ მხარს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით დავუჭერთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system