თავში

SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დამტკიცდა

SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დამტკიცდა
SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დამტკიცდა

SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დამტკიცდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი განკარგულებას "აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მენეჯმენტის გაუმჯობესების ზომების შესახებ"  23 იანვარს მოაწერა. 

ბრძანების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო 7 ადამიანისგან შედგება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი ინიშნება.

გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული.

ცნობისთვის, კომპანია SOCAR-ი აზერბაიჯანში ნავთობის, გაზისა და ნახშირწყალბადების მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც მათ გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შიდა დაგარე ბაზრებზე რეალიზაციას ახდენს. 

მის შემადგენლობაში შედის 3 მწარმოებელი გაერთიანება - ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი ქარხნები, ბაქოს ღრმაწყლოვანი ქარხანა, სამეცნიორო - კვლევითი დაწესებულება და სხვა ქვეგანყოფილებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system