თავში

SOCAR-მა საარბიტრაჟო დავა მოიგო

SOCAR-მა საარბიტრაჟო დავა მოიგო
SOCAR-მა საარბიტრაჟო დავა მოიგო

მიმდინარე წლის 26 იანვარს გამოცხადდა მეორე საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა (SOCAR) და Palmali-ს საქმეზე.

SOCAR–ის ცნობით, გადაწყვეტილება მიიღებულია SOCAR-ის ჯგუფის სასარგებლოდ. SOCAR-ს უნდა აუნაზღაურდეს  63 მილიონი აშშ დოლარი. ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ  Palmali– ს  საპასუხო სარჩელი მთლიანად გააუქმა.

ცნობისთვის, SOCAR– სა და Palmali– ს შორის მრავაწლიანი კომერციული ურთიერთობა არსებობდა, თუმცა ამ ორ კომპანიას არასოდეს შეუქმნიათ ერთობლივი საწარმო. 

Palmali– ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, SOCAR- მა 2018 წელს დაიწყო მის  წინააღმდეგ სამი საარბიტრაჟო დავა. პირველ სასამართლო პროცესზე, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო SOCAR- ისთვის 49,5 მილიონ დოლარიანი კომპენსაციის შესახებ. სამი პროცესიდან ორჯერ  Palmali– ს ჯგუფს ჯამში დააკისრეს 112,5-მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა SOCAR- ისთვის.

კომპანიებს შორის მესამე საარბიტრაჟო დავა უკვე დასრულებულია და მხარეები სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system