თავში

სოფლად რეგისტრირებულთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს

სოფლად რეგისტრირებულთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს
სოფლად რეგისტრირებულთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს

სოფლად საქმიანობაში რეგისტრირებული მოქალაქეების მხოლოდ 30% მონაწილეობს. ამის შესახებ report.ge-ს აგრარული სფეროს სპეციალისტმა, მეცნიერმა პაატა აროშიძემ აცნობა. მისი თქმით, ამის მიზეზი სოციალური ყოფაა, რის გამოც მოსახლეობა სოფელს ტოვებს, თუ არ ჩავთვლით, ეპიდემიურ სიტუაციას, როცა ხალხი სოფელს ფიზიკური გადარჩენის მიზნით დაუბრუნდა. 

,,მართალია, უკანასკნელ პერიოდში გამოსწორდა ვითარება, მაგრამ სოციალური ყოფა სოფლად დაბალ დონეზეა, ამიტომ არავინ ჩერდება და ყველა ცდილობს, რომ სოფლიდან წავიდეს, რაც მოსავლიანობაზე გავლენას ახდენს. სოფლად მოქალაქეების 51% რეგისტრირებულია ანუ ნახევარზე მეტი, მაგრამ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი უმეტესობისთვის ქალაქია. ამით არის გამოწვეული, რომ მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 9%-ს ვერ აჭარბებს, რაც მძიმე მდგომარეობაა. მიწის ნაკვეთის ფლობა დასაქმების საფუძველი არ არის,  ბევრი ადამიანი მხოლოდ რეგისტრირებულია და საქმიანობას არ ეწევა. ბოლო პერიოდის გაუთვალისწინებლად, ასეთი, რეგისტრირებულთა 30%-ზე მეტია. ბევრი სოფელია, რომელიც პენსიონერი მოქალაქეების იმედადაა, ახალგაზრდობა ნაკლებადაა ანუ ენერგიული შრომის რაოდენობა მცირეა", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიურობის დონით კარგი მდგომარეობაა კახეთში, სადაც მევენეხეობის დარგი მაღალ დონეზეა და ცდილობენ მიწის ნაკვეთი აიღონ, ვენახი გააშენონ. დასავლეთში ასეთი თხილია, სტრატეგიული პროდუქტი, თუმცა, როგორც მეცნიერი აღნიშნავს, მავნებელთან დაკავშირებით ბოლო წლებში შექმნილმა სიტუაციამ ხალხს თხილზე გული აუცრუა. 

,,ბოლო 5  წლის განმავლობაში ფაქტობრივად, წელს გვაქვს შედეგი მეთხილეობაში და იმედია, საიმედო ტენდენცია შენარჩუნდება. დარგისთვის დიდი პრობლემაა, ხალხი მხოლოდ სეზონურ სამუშაოებზე არის დაკავებული, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგონებში.  არც ბარის სოფლებშია დასაქმების სახარბიელო მაჩვენებელები, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ცდილოენ თუნდაც ქირით იცხოვრონ, ვიდრე შრომა გასწიონ. განათლების დონეზე მეტნაკლებად მოიკოჭლებს, ბევრი სკოლა აშენდა, მაგრამ განათლების დონე მაინც დაბალია და მოსახლეობას უბიძგებს, რომ წავიდეს. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ინგლისში ასეთი მდგომარეობა 17-ე საუკუნეში იყო. ადამიანი ყოველთვის ცდილობს უკეთესი ცხოვრების პირობები გარემო შეიქმნას, რის პერსპექტივასაც სოფელში ვერ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ შრომით მეტი შემოსავლის მიღება შუძლია, ვიდრე ქალაქში გამოიმუშავებს", - აცხადებს აროშიძე report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system