თავში

სოფლების ინტერნეტიზაცია განახლდება

სოფლების ინტერნეტიზაცია განახლდება
სოფლების ინტერნეტიზაცია განახლდება

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, „ოუფენ ნეტის“ საპილოტე ნაწილი მალე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს.

მინისტრის თქმით, მსოფლიო მსოფლიო ბანკი კვლავ მზადაა, დააფინანსოს პროექტი, სახელმწიფოსთან ერთად. სწორედ მასთან ერთად მომზადდა პროექტის დაჩქარების გეგმაც.

მინისტრის თქმით, პროექტი დაყოფილია ორ ეტაპად: პირველი, საპილოტე ეტაპი, დაიწყება უახლოეს დღეებში და შემდეგი ეტაპი - უკვე მსოფლიო ბანკთან შეთანხმდება და თურნავა მის მეორე ეტაპის დაწყებას უახლოეს თვეებში ვარაუდობს.

„ვიდრე დაიწყებოდა ეპიდემია, უკვე მომზადებული გვქონდა პრაქტიკულად ამ პროექტის შემდგომი დაჩქარების გეგმა მსოფლიო ბანკთან ერთად. მსოფლიო ბანკი ახლაც ადასტურებს მზადყოფნას, რომ დააფინანსოს ეს პროექტი სახელმწიფოსთან ერთად.აქედან გამომდინარე, ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმაში ამ პროექტის დაჩქარება, მაგრამ ახლა კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა ზოგადად ონლაინ ურთიერთობებმა, ელექტრონულ პლატფორმაზე სხვადასხვა ბიზნესის სწავლების, განათლების ურთიერთობის გადაწყობამ და აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო დავაჩქარებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა პრაქტიკულად საწყის ფაზაზეა. დასრულდა ტენდერი, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, მშენებლობა დაიწყება და მერე, შემდგომი პროექტიც მიყვება.

"ძირითადი ამოცანა ამ პროექტის არის სოფლებში დაფარვა. რადგან ქალაქები მეტ-ნაკლებად არის დაფარული მაღალი სიჩქარის ინტერნეტით. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შესაბამისი აპარატურა დამონტაჟდეს იმისთვის, რომ მოხდეს იმ სოფლების ინტერნეტიზაცია, რომლებიც დღესდღეობით ვერ სარგებლობს ინტერნეტით ან დაბალი ხარისხის ინტერნეტია. ეს არის დაახლოებით 800 დასახლებული პუნქტი, სადაც მივა ეს კაბელი და თუ საჭიროება იქნება და გზადაგზა გამოვლინდა, რომ უფრო მეტი არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაფართოვოთ ეს არეალი“, – აცხადებს ნათია თურნავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system