თავში

სოფლის მეურნეობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

სოფლის მეურნეობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა
სოფლის მეურნეობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

საქართველოში წელს ხორბლის, ატმის, ვაშლატამას, ვაშლის, თხილის, ყურძნის კარგი მოსავალია. ოქტომბრიდან კი ქვეყანაში სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო წელს სიმინსდის მაღალ მოსავლიანობას ელოდებიან. უწყების ცნობით, წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში 2012 წლიდან დღემდე იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 400 მილიონი დოლარითაა შემცირებულია. უარყოფითი ბალანსი 750-დან 350 მილიონამდე ჩამოვიდა.

„სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტის - ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად აღდგა ჯიშთა გამოცდის პრაქტიკა, მიღებულია კანონი თესლის და სარგავი მასალის შესახებ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია. შეიქმნა ლაბორატორიები, რამდენიმე წარმატებული კომპანია უკვე აწარმოებს ხარისხიან სათესლე მასალას. დაიხვეწა ტექნოლოგიები, რაც ნიადაგის ნაკლებად დაზიანებაში გამოიხატება და ხელს უწყობს ნაყოფიერების ზრდას. 50 %-იანი გრანტების თანადაფინანსების პროექტებით გაზრდილია კომბაინების პარკი. „ერთის მხრივ, ჩვენ გვჭირდება გვალვაგამძლე თესლი, რომელიც შესაფერისი იქნება კლიმატურ პირობებთან და ნიადაგებთან. მეორეს მხრივ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოგვეცემა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების საშუალება. ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსები, რომელიც სახელმწიფომ გააჩინა. „შეღავათიანი აგროკრედიტი“, ერთწლიან კულტურებში მარცვლოვანი კულტურების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეხმარება მეწარმეებს. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია ძირითადი საშუალებები, გამწევი ტექნიკა ისე სხვადასხვა იმპლემენტი. ბოლო წლებში გასამმაგებულია მექანიზაციის რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი პირობაა ვაწარმოოთ რაოდენობრივად მეტი ხორბალი და ვაწარმოოთ უფრო ეფექტიანად“,-აცხადებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system