თავში

სოფლის მეურნეობის მინისტრი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტს შეხვდა. ღონისძიება სექტორის განვითარებას ემსახურებოდა.

მინისტრის თქმით, თაფლის წარმოება ქვეყანაში 35%-ით არის გაზრდილი და მისი საექსპორტო პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება.

„ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების კარგი პოტენციალი გვაქვს. გამოწვევაა ბევრი საკითხი, მათ შორის, უვნებლობის, ვეტერინარიის და შესაბამისი თანამედრივე ცოდნის მიმართულებებით. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თაფლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდება. საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ; ევროპის ბაზრებზე ექსპორტის უფლებაც მივიღეთ. სამომავლოდ, აქტიური ექსპორტის განხორციელების ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თავმჯდომარე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ომბუდსმენის აპარატი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები, კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლები და თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" და „კავკასიის ალიანსების პროგრამა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system