თავში

სოფლის მხარდამჭერი სამეზობლო პროგრამები შეფერხდა

სოფლის მხარდამჭერი სამეზობლო პროგრამები შეფერხდა
სოფლის მხარდამჭერი სამეზობლო პროგრამები შეფერხდა

კოვიდ19“-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ფერმერების დარეგისტრირებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში შექმნილ საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე, – ამის შესახებ „ენპარდის“ პროექტის მენეჯერმა, ნანა ქაშაკაშვილმა განაცხადა.

როგორც ქაშაკაშვილი აღნიშნავს, კორონავირუსმა შეაფერხა სამეზობლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სოფლისა და აგრარული ინდუსტრიის მხარდამჭერი პროექტები. ნაწილობრივ შეფერხდა ფერმერების რეგისტრაცია სამი ქვეყნის ერთიან სავაჭრო ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც საპილოტე პროექტია და რომელიც საქართველოს, ბულგარეთსა და რუმინეთს შორის სავაჭრო პოტენციალის გაზრდას ემსახურება.

პლატფორმაზე თითოეულიდან 50 მცირე თუ მსხვილი ფერმერი უნდა დარეგისტრირდეს (ჯამში 150 ფერმერი დარეგისტრირდება), რომლებიც ონლაინ სავაჭრო პლატფორმას მომავალში საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვისთვის გამოიყენებენ.

თუმცა, ქაშაკაშვილის თქმით, პანდემიის გამო რეგისტრაცია შეფერხდა რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც მდგომარეობა ძალიან გართულდა. ამიტომ საქართველომ, რომელიც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდა პანდემიას, პროექტში ლიდერობის ტვირთი თავის თავის თავზე აიღო და ფერმერების რეგისტრაცია არ შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system