თავში

"სოკარმა" საქართველოში საბავშვო ბაღი ააშენა და სახელმწიფოს გადასცა

"სოკარმა" საქართველოში საბავშვო ბაღი ააშენა და სახელმწიფოს გადასცა
სოკარმა საქართველოში საბავშვო ბაღი ააშენა და სახელმწიფოს გადასცა

 „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღის გახსნას ესწრებოდა „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი.

"დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში საბავშვო ბაღს, რომელი პროექტის განხორციელებაც ერთი წლის წინ დაიწყო და  დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. ასევე გეტყვით, რომ სოკართან ერთად მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია,"- განაცხადა საბავშვო ბაღის გახსნისას საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system