თავში

სომხეთში ექსპორტი დაეცა იმპორტი გაიზარდა

სომხეთში ექსპორტი დაეცა იმპორტი გაიზარდა
სომხეთში ექსპორტი დაეცა იმპორტი გაიზარდა

2020 წლის მესამე კვარტალში, ზრდის ტემპების შეფერხება იყო სომხეთში, რასაც განაპირობებს COVID-19 გლობალური პანდემიის გამო, შემცირებული ინვესტიციები, ვაჭრობა და სამრეწველო წარმოება, ასევე, სიტუაციის გაუარესება რუსეთში. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით,  ბოლო პერიოდში გაუარესდა სომხეთის საგარეო სექტორიც, სადაც საგრძნობლად დაეცა ექსპორტის ზრდის ტემპები და გაიზარდა იმპორტი. 

სსფ-ს შეფასებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -4.5% იქნება, ხოლო ინფლაციის დონე 0.9%-ით განისაზღვრა. 2021 წლის ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პროგნოზი კი, შესაბამისად, 3.5% და 2%-ია.

დამატებით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. 

შეგახსენებთ, რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მეტად ლირა და რუბლი გაუფასურდა. ოქტომბერში ლირა გაუფასურდა რეკორდულად 8.2%-ით და ის დოლართან მიმართებაში 8-ის ნიშნულს პირველად გადაცდა. რეგიონის სხვა ვალუტებიდან ყველაზე მეტად რუბლი და ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, 2.4% და 1.5%-ით; სომხური დრამი და ბელორუსული რუბლი გაუფასურდა, შესაბამისად, 0.8%-ით და 0.7%-ით, ხოლო სხვა ვალუტები ძირითადად უცვლელი დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system