თავში

ბოლო 4 წელიწადში სომხეთში ხორბლის იმპორტი რკინიგზით 9-ჯერ შემცირდა

​სომხეთში ხორბლის იმპორტი რკინიგზით 9-ჯერ შემცირდა
ბოლო 4 წელიწადში სომხეთში ხორბლის იმპორტი რკინიგზით  9-ჯერ შემცირდა

სომხეთში ხორბლის იმპორტის მოცულობა რკინიგზით ბოლო 4 წელიწადში 9-ჯერ შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ხორბალმზიდების საავტომობილო პარკი- სომხეთში ფუნქციონირებს 40 - 45 კომპანია რომელიც ფლობს 300 ხორბალმზიდს, დამატებით 300 რუსეთის და 100 მდე ქართული ავტომობილი ემსახურება სომხეთის სეგმენტს.

ხორბლის გადაზიდვის ბიზნესში ჩართული სომეხი გადამზიდავები ცალსახად თვლიან, რომ ავტოტრანსპორტის ხორბლის 23 ტონამდე დატვირთვის შეზღუდვა, ნეგატიურად იმოქმედებს მათ ბიზნესზე.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, სომხური საავტომობილო ხორბალმზიდების რაოდენობა ბოლო 2 - 3 წელიწადში მნიშვნელოვანდ გაიზარდა ერთი ხორბალმზიდი თვეში საშუალოდ ასრულებს 4 - 5 რეისს.

"ხორბლის მსხვილი იმპორტიორები- „მანანა გრეინი“ წარმოადგენს ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს, ფლობს საკუთარ 54 საავტომობილო ხორბალმზიდს და 80 ათ. ტონის მოთხოვნებსსაკუთარი საავტომობილო პარკით აკმაყოფილებს, „ალექს გრინი“ ასევე, ხორბლის მსხვილი იმპორტიორია, ფლობს წისქვილკომბინატს, შეისყიდა საავტომობილო ხორბალმზიდები. სატარიფო მდგენელი - რკინიგზიდან საავტომობილო ტრანსპორტზე ხორბლის გადმორთვის ძირითადი მიზეზი - გადაზიდვების ღირებულებაა, რომელიც თითქმის ორჯერ ნაკლებია და რუსეთის სამხრეთი რეგიონიდან სომხეთამდე „მანანა გრეინს“ საკუთარი ავტოტრანსპორტით ტონაზე 53 - 56 დოლარი უჯდება, იმ ვითარებაში როცა მანქანის დაქირავებაა აუცილებელი 65 -68 დოლარი," - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხორბლის ლოგისტიკის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system