თავში

სოსო ფხაკაძე: ბიზნესს პოლიტიკურად სტაბილური გარემო სჭირდება

სოსო ფხაკაძე: ბიზნესს პოლიტიკურად სტაბილური გარემო სჭირდება
სოსო ფხაკაძე: ბიზნესს პოლიტიკურად  სტაბილური გარემო სჭირდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდ გავლენას ახდენს ბიზნესზე. მისივე თქმით, ამით ქვეყანას იმიჯი ელახება უცხოელი ინვესტორების თვალშიც.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არის არაპოლიტიკური, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩართული საქართველოს ბიზნესში. 24 საათი ვმუშაობთ, რათა უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქვეყანაში და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა. ამავდროულად, მინდა, ცალსახად ავღნიშნო, ბოლომდე მწამს და მჯერა, რომ წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ბიზნესი, რადგან ძლიერი ბიზნესი უდრის ძლიერ ეკონომიკას, რათა ქვეყანა წინ წავიდეს, მოსახლეობა იყოს უფრო კარგად და მეტი შემოსავალი ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენ ოჯახს. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური არასტაბილურობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს აღქმებზე და მინდა, ვთხოვო ჩვენს ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ჩვენ ბიზნესმენები ვართ და პოლიტიკურ თემებში არ ვერევით, მინდა, ყველას ძალიან ვთხოვო, რომ უფრო მეტი დრო დავუთმოთ იმაზე ფიქრს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური სტაბილურობა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system