თავში

სოციალური აფეთქების წინაშე ვდგავართ - რესტორატორები

სოციალური აფეთქების წინაშე ვდგავართ - რესტორატორები
სოციალური აფეთქების წინაშე ვდგავართ - რესტორატორები

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა მიმდინარეობს. 

შეხვედრის დაწყებამდე რესტორანთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკა მთლიანად ეპიდემიოლოგების ამარადაა დარჩენილი, ისინი იღებენ გადაწყვეტოლებებს და ბიზნესი განყენებულ პოზიოციაში რჩება, რაც არასწორია.

ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესის ეტაპობრივად ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნება მთლიანად ქვეყანას.

„გვინდა ძალიან მკაფიოდ ავხსნათ რა ვითარებაში არის ბიზნესი, რა სოციალური აფეთქების წინაშე ვდგავართ და იმედია ამაში ეპიდემიოლოგები არ იღებენ მონაწილეობას. გვინდა გავაცნოთ რას ნიშნავს „ლოქდაუნის“ გადატანა ბიზნესისთვის. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ის ბიზნესები, რომელიც „ლოქდაუნში“ არიან, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, ეტაპობრივად ამუშავდეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების წინაშე დადგება მთლიანად სახელმწიფო. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ძალიან მკაფიო, რთული იქნება მათი დაჯერება რადგანაც მიდგომა არის რთული, მაგრამ იმედია ამ პრობლემებს გადავლახავთ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system