თავში

სპეციალისტები ეკო და აგროტურიზმის როლის ზრდას პროგნოზირებენ

სპეციალისტები ეკო და აგროტურიზმის როლის ზრდას პროგნოზირებენ
სპეციალისტები ეკო და აგროტურიზმის როლის ზრდას პროგნოზირებენ

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ ეკო და აგრო ტურიზმი ყველაზე მარტივად აღიდგენს ძალებს და მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორებას მოახერხებს. მეტიც, კვარაცხელია ირწმუნება, რომ სამომავლოდ საოჯახო ტურიზმის როლი გაძლიერდება და არათუ 2019 წლის მაჩვენებლს დაიბრუნებს, შეუიძლება გაუსწროს კიდეც. ამისთვის, როგორც პროფესორი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ დარგი სწორად განვიტარდეს.

,,ყველაზე მეტი პერსპექტივა ეკო და აგრო ტურიზმშია. ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც ხშირ გადაადგილებასთან დაკავშირებული არ იქნება. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი, სადაც ეპიდემიის რისკი სადაც ნაკლებია, ასეთი კი გლეხის ოჯახში დასვენებაა. ამ შემთხვევაში ტურისტი 100%-იანი გარანტირებულია, რომ რისკი არ მოელის, როგორიც შეიძლება დიდ ქალაქში არსებობდეს. პატარა საოჯახო სასტუმროების როლი გაძლიერდება, მაგრამ კარგი პროდუქტის შეთავაზებით. ამისთვის საინტერესო უნდა იყოს სოფელში ცხოვრება, რომ ერთი დღე მეორეს არ ჰგავდეს, მომსახურების სათანადო პირობებია საჭირო. სამზარეულო, ცხენზე ჯირითი, საბავშვო პროგრამები და სხვა, რაც ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იქნება მორგებული და ინტერესს გამოიწვევს. საოჯახო სასტუმროებს ახლაც ჰყავთ კლიენტები და ყველაზე სწრაფად ამოვლენ კრიზისიდან, რომელშიც დარგი ეპიდემიის გამო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ საოჯახო სასტუმროები 2019 წლის მონაცემს გაასწრებენ, მაგრამ ეს დიდად არ ქმნის ამინდს, რაოდენობრივად მოცვადი არ არის და არც შემოსავლებია ისეთი, რომ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს", - განმარტავს კვარაცხელია.

მისი თქმით, ტურიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანია მასობრივი ტურები არსებობდეს და მსხვილ სასტუმროებზე მოთხოვნა გაიზარდოს. 

,,საქართველოს გააჩნია ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მთლიანად მსოფლიოსთვის. ეს არის ისეთი  ღია სივრცესთან დაკავშირებული აქტივობები,მ რის შესაძლებლობასაც ეკო და აგრო ტურიზმი იძლევა.მთავარია, დამსვენებელს მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები და განვავითაროთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები და მთის კურორტები, რომელიც პოპულარობას ყოველთვის შეინარჩუნებს", - ამბობს ნიკა კვარაცხელია.

მისი განმარტებით, აგრო ტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. არანორმალური სამუშაო რიტმით გადაღლილი ადამიანებისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, გაეცნონ სოფლის ცხოვრებას, ცოტა ხნით მოშორდნენ ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით მოიკრიბონ ძალები, რაც მათ ქალაქში ცხოვრების გასაგრძელებლად სჭირდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system