თავში

სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პროტოკოლი დამტკიცებულია

სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პროტოკოლი დამტკიცებულია
სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პროტოკოლი დამტკიცებულია

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის.  გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, ნიღბების ტარება ყველგან სავალდებულოა. 

,რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. 

აკრძალულია ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ჯგუფური  ვარჯიშისას, როგორიცაა იოგა, პილატესი და სხვა, დარბაზში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება, თანაც აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

ტრენაჟორების დარბაზში ყოველ 6 მ2 ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system