თავში

სპორტის სასახლესთან კიდევ ერთი აქცია იგეგმება - Exclusive

სპორტის სასახლესთან კიდევ ერთი აქცია იგეგმება
სპორტის სასახლესთან კიდევ ერთი აქცია იგეგმება - Exclusive

"იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია“ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, მამისა ჯაფარაშვილმა  Report.ge-ს ექსკლუზიურად უთხრა, პერმანენტული აქციები სპორტის სასახლის წინ გუშინ დაიწყეს და არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"გუშინ დავიწყეთ აქცია, ყოველდღე საღამოს 6 საათზე შევიკრიბებით და მთავრობას ვაიძულებთ მოგვაქციოს ყურადღება. ამ კვირაში დავდგამთ კარავს, რეფერენდუმის ჩატარებასაც ვგეგმავთ,- ხელმოწერებს შევაგროვებთ კითხვაზე - ხართ თუ არა თანახმა ბანკების ნაციონალიზაციაზე?" - გვითხრა ჯაფარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ყოველდღიურად ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო მევახშეები უსახლკაროდ ტოვებენ ათეულობით ოჯახს. ჯაფარაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ბანკებმა შეწყვიტონ მოსახლეობის ძარცვა, აუცილებელია ბანკები სახელმწიფოს დაექვემდებაროს, ანუ მოხდეს მათი ნაციონალიზაცია. ჯაფარაშვილი ამ მოდელის მაღალეფექტურობის დასამტკიცებლად საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებს.

"ჩინეთში მოქმედებს შერეული მოდელი. იქ არის სახელმწიფო ბანკიც და არის კერძო ბანკებიც. ამით კონკურენცია ჯანსაღდება, კერძო ბანკები იძულებული არიან პროცენტების დადგენისას, ან სხვა პროდუქტების შექმნისას,  სახელმწიფო ბანკს გაუწიონ ანგარიში, რითაც კერძო ბანკები ცივილური რეგულაციების ქვეშ ექცევა და მომხმარებელი დაცული ხდება. ჩვენთანაც ასე იყო ადრე. ახლა, კომერციულ ბანკებს მხოლოდ ეროვნული ბანკი აკონტროლებს, როგორც აკონტროლებს, ფაქტები მეტყველებს. უსახლკაროდ რჩება ყოველდღიურად ათეულობით ოჯახი. მოვითხოვთ, ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ოჯახებზე. გამოცხადდეს მინიმუმ 1-წლიანი მორატორიუმი და ამ ერთი წლის მანძილზე ყველამ ერთად ვიფიქროთ სამოქმედო გეგმაზე," - განუცხადა REPORT.GE-ს  მამისა ჯაფარაშვილმა.

შეგახსენებთ, "იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციამ" აქციები პარლამენტის წინ 15 ნოემბერს დაიწყო და პროპორციული არჩევნების მოთხოვნისთვისთვის ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დაწყების გამო შეწყვიტა. დაზარალებულმა იპოთეკარებმა პროტესტი გუშინ სპორტის სასახლის წინ განაახლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system