თავში

Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული

Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული
Startup World Cup-ის რეგიონალური გამარჯვებული

ტექნოპარკში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპშეჯიბრის - “Startup World Cup”-ის რეგიონალური ღონისძიება - „Black Sea and Beyond Regional Competition” გაიმართა, რომელსაც Startup Connect, GITA - თან და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად წარმოადგენს.

ფინალში 7 ქვეყნიდან 10 სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, 4 ქართული. შეჯიბრს საერთაშორისო ჟიური ხელმძღვანელობდა, მესამე ადგილი ქართულმა სტარტაპმა - Phubber-მა დაიკავა, II ადგილი - Izibac რუმინეთიდან, პირველ ადგილზე კი უკრაინული სტარტაპი - Bicovery გავიდა, რომელიც მსოფლიო ფინალზეკალიფორნიაშიგაემგზავრებადაიბრძოლებსმთავარიპრიზის 1,000.000 დოლარის მოსაგებად, მანამდე კი შესაძლებლობა ექნება, ევროპის ფინალზე $500,000 მოიპოვოს.

სტარტაპშეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობაჰ ქონდა,მოესმინა წარმატებული საერთაშორისო სპიკერებისთვის, დასწრებოდა ვირტუალურ გამოფენას, მონაწილეებმა კი წამყვან ინვესტორებთან გასაუბრება ვირტუალური პლატფორმის გამოყენებით შეძლეს.

„Startup World Cup” სტარტაპების ყველაზე მასშტაბური კონფერენცია და შეჯიბრია მსოფლიოში, რომელიც დაფუძნებულია Pegasus Tech Ventures-ის მიერ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system