თავში

სტატისტიკოსებმა საგარეო ვაჭრობის გაანგარიშებაზე იმსჯელეს

სტატისტიკოსებმა საგარეო ვაჭრობის გაანგარიშებაზე იმსჯელეს
სტატისტიკოსებმა საგარეო ვაჭრობის გაანგარიშებაზე იმსჯელეს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში საქსტატში რამდენიმედღიანი დისტანციური შეხვედრა გაიმართა დანიის სტატისტიკის სამსახურის ექსპერტებთან.

სამუშაო შეხვედრების თემას წარმოადგენდა საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) ერთეულის ღირებულების გაანგარიშება.

შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საქსტატის საგარეო ვაჭრობის და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დეპარტამენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები.

განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთეულის ღრებულების ინდექსების გასაანგარიშებლად საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ბაზის მომზადებას და გაანგარიშებისათვის საჭირო პროგრამული პროდუქტის შექმნას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის განხორციელება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, დანიის სტატისტიკასთან ერთად, 2019 წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავს: საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნეს სტატისტიკა და სოციალური სტატისტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system