თავში

სტიქიით დაზარალებულ კახელ ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარება

სტიქიით დაზარალებულ კახელ ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარება
სტიქიით დაზარალებულ კახელ ფერმერებს სახელმწიფო დაეხმარება

პრემიერ-პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ორი დავალება მისცა.

ერთი ესაა რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური მობილიზება და მეორე გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებული კახელის გლეხების მდგომარეობის შესწავლა და მატთვის რესუსრსის გამოძებნა.

პრემიერმა მინისტრს დაავალა, რომ ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

"მინდა გაგახსენოთ, რომ რთველი გვიახლოვდება, ისევე როგორც თხილის სეზონი და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასევე, მოგეხსენებათ, რომ წუხელ თელავისა და ყვარლის რაიონების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ამიტომ, ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, სტიქიამ კახეთის რეგიონში ყველაზე მეტად სოფელი კონდოლი დააზარალა. დაზარალდა 112-მდე სახლი და 4000-მდე ჰექტარი ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა. დასეტყვილია ვენახები, სიმინდის ყანები და ნარგავები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system