თავში

სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა

სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა
სტივ ჯობსი iPhone nano-ს გამოშვებას გეგმავდა

კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი 2010 წელს აქამდე არნახულ iPhone-ზე – iPhone nano მუშაობდა, რომელიც იმდროინდელ iPhone 4-ზე მცირე ზომის და იაფი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ინფორმაცია Apple-ისა და თამაშების დეველოპერულ კომპანია Epic Games შორის არსებული სამართლებრივი დავის მასალებში გამოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ წამყვანი ამერიკული გამოცემები iPhone nano-ს შესახებ ჯერ კიდევ 2011 წელს წერდნენ, თუმცა ეს ულტრა-მცირე ზომის სმარტფონი ბაზარზე არ გამოჩენილა.

iPhone Nano-ს შესახებ ინფორმაცია სტივ ჯობსის მიერ 2010 წელს გაგზავნილ შიდა წერილში გვხვდება, რომელიც კომპანიის სტრატეგიული გუნდის შეხვედრის ერთგვარი დღის წესრიგია. წერილში iPhone nano ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი, ხოლო მის კურატორად ვინმე ჯონი არის მონიშნული. აღსანიშნავია, რომ „2011 წლის სტრატეგიის“ ერთ-ერთ ქვეპუნქტად წერია „iPod Touch-ზე დაფუძნებული iPhone-ის ახალი და იაფიანი მოდელის შექმნა, რომელიც 3GS-ს ჩაანაცვლებს“ – თუმცა, უცნობია, ეს პუნქტი iPhone nano-ს შეეხება, თუ რომელიმე სხვა მოდელს.

წყარო: Forbes.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system