თავში

StopCoV ფონდიდან დასაფინანსებელ საჭიროებებს ბიზნესომბუდსმენი იკვლევს

StopCoV ფონდიდან დასაფინანსებელ საჭიროებებს ბიზნესომბუდსმენი იკვლევს
StopCoV ფონდიდან დასაფინანსებელ საჭიროებებს ბიზნესომბუდსმენი იკვლევს

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

ვიდეო ჩართვაში გუბერნატორებმა კოვიდ19 ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და პროცესში თავად შემომწირველი ბიზნესიც ჩართულია.„ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმართბელობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა.“-განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.


სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდის შექმნა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კოორდინაციით თანხების მიმართვა კონკრეტული საჭიროებებისკენ უფრო ეფექტიანად განხორციელდება.„გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ, როგორც ბიზნესს ასევე, მოქალაქეებს.ბოლო მონაცემებით, ფონდში 23.5 მილიონი ლარია მობილიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system