თავში

StopCov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია თავმოყრილი

StopCov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია თავმოყრილი
StopCov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია თავმოყრილი

ბიზნესომბუდსმენის, მიხეილ დაუშვილის, ინფორმაციით, StopCov ფონდში ამ ეტაპზე 5 მილიონი ლარია აკუმულირებული. 

"ბიზნესის, სახელმწიფოს და საზოგადოების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიახლე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მლნ ლარი, აქტივობა საკმაოდ მაღალია და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე კარგად თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ ამ გამოწვევას", - განაცხადა დაუშვილმა და დასძინა, რომ ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი და ლარი დაიხარჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ჩარიცხვა, ისე ამ თანხების ხარჯვა იქნება სრულად გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საჯარო ინფორმაციის სახით, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზანს და საჭიროებას მოხმარდა ფონდში აკუმულირებული თანხა.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ფონდიდან დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system