თავში

სწორი იყო თუ არა აქციზის გადასახადის გაზრდა

სწორი იყო თუ არა აქციზის გადასახადის გაზრდა
სწორი იყო თუ არა აქციზის გადასახადის გაზრდა

ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი აღიარებს, რომ ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდა ჯერ კიდევ გამოწვევაა. როგორც ვანო მაჭავარიანმა 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განმარტა, კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის პრობლემა დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირის გზამკვლევზე უარი თქვას.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდამ სიგარეტი გააძვირა და ხელი შეუწყო კონტრაბანდული საქონელის შემოტანის ფაქტებმაც, თუმცა მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ თამბაქოს აქციზზე ფასის მატება სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ციფრებითაც დასტურდება.

"რაც შეეხება მომატებულ კონტრაბანდას, ეს პრობლემა არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ევროკავშირის გზამკვლევზე, ეს ნიშნავს, რომ საზღვრები მეტად უნდა დავიცვათ, ხოლო შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ, რასაც ისინი აკეთებენ კიდეც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აქციზი გავზარდეთ და ამან კოტრაბანდული ზეწოლა გამოიწვია, ჩვენ 2019 წელს რეკორდული თანხა შემოგვივიდა ბიუჯეტიდან და წელსაც აქციზი არის ერთ-ერთი ის პოზიცია საგადასახადო შემოსავლების, რომელიც არ დაზარალებულა და შემცირება არ გვაქვს. მიუხედავად ამ ყველა საუბრებისა, გადაწყვეტილება იყო სწორი, ამას ადასტურებს ციფრები და მომავალში აქტიურად და გამჭვირვალედ ვითანამშრომლებთ ამ სექტორთან“, - განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ მთავრობა თამბაქოს მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან აქტიურად მუშაობს 

"პირობა, რომ ყოველი მომდევნო 2 წლის გეგმები გავაცნოთ ერთმანეთს, ძალაშია და სრულდება. ზოგადად, ჩვენ გვაქვს გაწერილი ვადა, თუ რა ვადაში როგორ უნდა მივუახლოვდეთ იმ სააქციზო განაკვეთებს, რომელიც აქვს ევროკავშირს," - ამბობს ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system