თავში

გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის მორიგი "სოციალური რეისი“ დაინიშნა

სტუდენტებისთვის მორიგი "სოციალური რეისი“ დაინიშნა
გერმანიაში დასაქმების მსურველი სტუდენტებისთვის მორიგი სოციალური რეისი“ დაინიშნა

გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების მსურველი სტუდენტები უახლოეს მომავალში ე.წ „სოციალური რეისით“ შეძლებენ გამგზავრებას. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

 სტუდენტებისთვის ბილეთები სუბსიდირებული ფასით გაიყიდება.

„როგორც კი შემოვიდა ჩვენთან ასეთი საკითხი მთავრობაში, რომ ქართველი სტუდენტები სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით არიან მოკლევადით დასაქმებულები გერმანიაში და აქვთ სამუშაო მოწვევა იმისთვის, რომ რამდენიმე თვე იქ იმუშავონ და შემდეგ დაბრუნდნენ და ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძონ სწავლა, ჩვენ მათთვის დავაორგანიზეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად ე.წ „სოციალური რეისი“. ახლა რა ინფორმაციასაც გვაწვდის ახალგაზრდობის დეპარტამენტი, კიდევ არის მსურველების ჯგუფი ანალოგიური დადასტურებით, ვისაც ხელში უჭირავს ეს სამუშაო მოწვევები გერმანიიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შემდგომი რეისი უახლოეს პერიოდში დავაორგანიზოთ და დავეხმაროთ სტუდენტებს, რომ შედარებით შეღავათიან, სუბსიდირებულ ფასად გაემგზავრონ და შეძლონ იმ უფლებით სარგებლობა, რაც ნიშნავს მოკლევადიან დასაქმებას გერმანიაში“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system