თავში

სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია - გასტრონომიის ასოციაცია

სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია - გასტრონომიის ასოციაცია
სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია -  გასტრონომიის ასოციაცია

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია და შიშობს, რომ 1 თებერვლიდან გაუხსნელობის შემთხვევაში, სრულად განადგურდება. 

შეგახსენებთ დღეს 13 ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბიზნესმა კრიზისის დაძლევის დარგთაშორისი 6-პუნქტიანი ინიციატივა წარუადგინა.

ლევან ქოქიაშვილმა სწორედ ამ შეხვედრზე განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში ის არის, რომ მივექანებით სრული დეფოლტისკენ. აღარ აქვს არანაირი რესურსი სახელმწიფოს, რომ დაეხმაროს იმ სექტორებს, რომლებსაც ასე ძალიან უჭირს. 

მისი თქმით, პირველი თებერვლიდან გახსნის მიუხედავად, დარგს უამრავი პრობლების გადაჭრა მოუწევს, თუმცა, გახსნას სასოცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

"25%-30% ბიზნესების ამუშავდება და ძალიან მაღალი იქნება კონკურენცია, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროს გვერდზე დაუდგნენ, მაშინ უნდა მოგვცენ უფლება, რომ რაც გვინდა, ის გავაკეთოთ, რადგან თითოეულმა კომპანიამ შეძლოს თავისი რესურსებით არსებობა“, - ამბობს ქოქიაშვილი, რომლისთვისაც, სხვა ბევრ რეგულაციასთან ერთად, გაუგებარია მათი სხვადასხვაობა რეგიონებსა და თბილისში მოქმედები ბიზნესებისთვის.

„მთელ მსოფლიოში კოვიდთან თანაარსებობა შეძლო მსოფლიომ. რატომ უნდა ფუნქციონირებდეს რეგიონებში სასტუმროები და რესტორნები - იქ იყოს ჭამა-სმა, ხოლო თბილისში რატომ არ უნდა იყოს მსგავსი ობიექტები რეგულაციების ქვეშ გახსნილი - ჩემთვის გაუგებარია. ეს შერჩევითიც კი არ არის, სრულიად გაუგებარი მიდგომაა. გვაქვს მთავრობასთან კომუნიკაცია, მაგრამ ყოველდღიურად ხდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ გეტყვით, ზეგ გაგაგებინებთ, ძალიან მალე იქნება პასუხი, რაც სრულიად ანადგურებს სფეროს. მთავრობის კანცელარიასთან დარგის გამოსვლების შემდეგ, დღემდე არ გვაქვს პასუხი ჩვენს სფეროს რა მოუვა. გაგვხსენით რეგულაციების დაქვემდებარებაში, რომელსაც შეუთანხმებთ კერძო სექტორს და ჩვენ თავს გადავირჩენთ რაღაცნაირად“, - უთხრა ჟურნალისტებს სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system