თავში

სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი 15-20 თეთრით გაიზრდებოდა - ლევან სილაგავა

სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი 15-20 თეთრით გაიზრდებოდა -
სუბსიდირება რომ არა, პურზე ფასი 15-20 თეთრით გაიზრდებოდა - ლევან სილაგავა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, პურზე ფასი 15-20 თეთრით მოიმატებდა. 

მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამა მოიცავს პირველი თებერვლიდან, პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას.

"ეს სუბსიდირების პროგრამა მოიცავს ახლა უკვე პირველი თებერვლიდან, პირველ აპრილამდე დღევანდელი ფასის დაჭერას. მონაწილე კომპანიები ამ პირობით შედიან ტენდერში, რომ 53 ლარად მიაწოდებენ პურის ქარხნებს ფქვილს, რომ ყოველდღიური მოხმარების, ე.წ. ქარხნული პური არ გაძვირდეს. რომ არა სახელმწიფო სუბსიდირება, სამწუხაროდ ფასი იქნებოდა პურზე სავარაუდოდ 15-20 თეთრით გაზრდილი. ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი მთავრობის მიერ იმისათვის, რომ ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირებულიყო“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system