თავში

სურსათი 9.2 პროცენტით გაძვირდა

სურსათი 9.2 პროცენტით გაძვირდა
სურსათი 9.2 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე 4.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის შეფასებით, ფასების მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების გაძვირებამ იქონია. 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.9 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი);



ინფლაცია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system