თავში

სვანეთის მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

სვანეთის მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება
სვანეთის მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სვანეთი, თავისი სპეციფიკური გეგრაფიული მონაცემების მიუხედვად, სასურსათო და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

„სვანეთს, აქვს თავისი სპეციფიკა, ტერიტორიულად დიდია და მოსახლეობა არაა მჭიდროდ დასახლებული. გვაქვს ბევრი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია. ამიტომ ეს საჭიროებს განსაკუთრებულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას. საჭიროა მაღალი დონის კოორდინაცია და სამინისტროს სხვადასხვა სამსახურია მობილიზებული“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ ამ მომენტისთვის რეგიონში არ შეინიშნება არცერთი პროდუქტის დეფიციტი. 

"ამ დილის მონაცემებით, ქუთაისიდან სვანეთისკენ დაიძრა რამდენიმე მსხვილი მომწოდებლის მანქანა, რომელიც სხვადასხვა პროდუქციითაა დატვირთული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერის გადაწყვეტილებით,  მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system