თავში

"თაფლი 5500" იტალიასა და ესტონეთში ექსპორტისთვის ემზადება

"თაფლი 5500" იტალიასა და ესტონეთში ექსპორტისთვის ემზადება
თაფლი 5500 იტალიასა და ესტონეთში ექსპორტისთვის ემზადება

წაბლისა და ცაცხვის თაფლი ექსპორტისთვის ემზადება. კომპანია "თაფლი 5500" საკუთარ პროდუქტს იტალიასა და ესტონეთში გაიტანს. ამისთვის კომპანია წარმოების გაორმაგებას გეგმავს. სოფელ მარილიში მეწარმეები ამ ეტაპზე მხოლოდ 5-10 ტონა თაფლს აწარმოებენ. სეზონურად 15 ადამიანს ასაქმებენ. 

"თაფლი 5500" ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროექტია. გადამზადებულმა მეწარმეებმა  5000 ლარიანი გრანტი დახმარების სახით მიიღეს. სკოლა 7500-ლარიან გრანტს კიდევ 55 პროექტზე გასცემს. ჯამში 600 მეწარმე გადამზადდება. სკოლა წელს მეწამეების მე-6 ნაკადს იღებს.

"პროექტი მეოთხე წელია მიმდინარეობს. არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. ჩვენ ვიღებთ 16 დან 28 წლამდე ახალგაზრდებს. მათ წელიწადში 2-ჯერ შეუძლიათ ჩვენს სკოლაში სამეწარმეო უნარების შეძენა-ამაღლება. სწავლობენ ბიზნესპროექტის წერას, რისკების შეფასებას და მინიმალიზებას, ბოლოს ვაფინანსებთ კიდეც," - განუცხადა  Report.ge-ს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ლაგვილავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system