თავში

ტაქსის სერვისის მიწოდებისთვის მძღოლი საჭირო არ იქნება

ტაქსის სერვისის მიწოდებისთვის მძღოლი საჭირო არ იქნება
ტაქსის სერვისის მიწოდებისთვის მძღოლი საჭირო არ იქნება

The Guardian-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ცნობა, რომ თვითმართვადი ავტომობილების ნამდვილი რევოლუცია იწყება და ბრიტანელები საკუთარ ქუჩებში ამას თავად დააკვირდებიან. ასეც მოხდა,  Ford Mondeo-ს ავტომობილები, რომლებიც ავტონომიური მართვის ტექნოლოგიით არიან აღჭურვილი, ლონდონის ქუჩებში გამოჩნდნენ. უფრო კონკრეტულად, თვითმავალი ტრანსპორტის გამოცდა აღმოსავლეთ ლონდონში, სტრატფორდში დაიწყო. ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ რამდენად სრულყოფილია ბრიტანული სტარტაპ Oxbotica-ს მიერ შექმნილი სისტემა და შესაძლებელია თუ არა 10 მილიონიან მეგაპოლისში თვითმავალი ტაქსის სერვისის დანერგვა. იმისთვის რომ ქუჩებში ქაოსი და საავარიო შემთხვევები არ გამოეწვია ამ ერთგვარ ექსპერიმენტს, თვითმავალი სისტემის გამოცდის დროს, ავტომობილში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იმყოფებოდა, თუმცა მისი ჩარევა მხოლოდ ერთხელ გახდა საჭირო. მთლიანობაში Oxbotica-ს ჯგუფი ექსპერიმენტით კმაყოფილი დარჩა. ბრიტანულ სტარტაპში აღნიშნავენ, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და შემდგომ დახვეწას არ საჭიროებს. სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალურ გამოცდად გარდაქმნილი სიახლე სულ მალე ჩვეულებრივი სერვისი იქნება. Oxbotica-ს წარმომადგენლის განცხადებით თვითმავალი ტაქსით სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ლონდონის მცხოვრებლებს უკვე 2020 წლის ივნისიდან ექნებათ. წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში თვითმავალი ტაქსი, შეზღუდული რაოდენობით გამოჩნდება. მძღოლის გარეშე მომუშავე ტაქსების სერვისის მასიურ ამოქმედებას კი დაახლოებით 5 წელი დასჭირდება. კომპანიები რომლებიც კლიენტებს უმძღოლო ტაქსით მოემსახურებიან, შეძლებენ თავი დააღწიონ საჩივრებს მძღოლის გარშემო და დაზოგონ საჰონორარო თანხებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system