თავში

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან
თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებულ ფიჭვებს მოჭრიან

30 სექტემბრიდან, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარული ჭრა იგეგმება. ხეების ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის ნერგებით სასწრაფოდ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

30 სექტემბრიდან, სანიტარული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system