თავში

თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა აიკრძალა

თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა აიკრძალა
თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა აიკრძალა

„თამბაქოს კონტოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მეორე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობის აკრძალვის რეგულაცია. 

აკრძალულია თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მათ შორის ელ. სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ე.წ. აიქოსის და ა.შ.), თამბაქოს აქსესუარის ან მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან. დასაშვებია სანთებელას, საფერფლისა და პორტსიგარის განლაგება, თუ მათზე არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება. შიდა ხილვადობა ასევე არ არის აკრძალული აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ, ე.წ. „დუთი ფრი“ ზონაში.

ეს რეგულაცია განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებსა და ახალგაზრდებში თამბაქოს პროდუქტების მოხმარების პრევენციისთვის.

სავაჭრო ობიექტებისა და სავაჭრო ქსელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ნორმის აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ავალდებულებდათ, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა სავაჭრო ობიექტს, რომელსაც ჯერ კიდევ ღიად აქვს გამოფენილი ეს ლეტალური პროდუქტი, დაუყონებლივ მოახდინოს კანონის აღსრულება. ასევე, თხოვნით მივმართავთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მკაცრი რეაგირება მოახდინოს ამ ნორმის დარღვევის ყველა შემთხვევაზე, რადგან საკითხი ეხება ჩვენი მომავალი თაობების თამბაქოს პროდუქტებისაგან დაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system