თავში

თანაინვესტირების ფონდი 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს

თანაინვესტირების ფონდი 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს
თანაინვესტირების ფონდი 2020 წელს პროექტებიდან გამოსვლას დაიწყებს

„თანაინვესტირების ფონდის“  აღმასრულებელი დირექტორი, ცოტნე ებრალიძე თვლის, რომ 2019 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა. 

2020 წელს კი აქცენტი უძრავი ქონების მიმართულებით მიმდინარე პროექტების დასრულებაზე გაკეთდება, მათ შორის პირველ რიგში თავისუფლების მოედანზე მშენებარე სასტუმროს კომპლექსი იქნება.

„პირველ რიგში თავისუფლების მოედანზე მშენებარე სასტუმრო კომპლექსს გამოვყოფდი, რომელიც 2020 წელს გაიხსნება და უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო იქნება, რომლის მსგავსი კლასის მიხედვით საქართველოში არ არსებობს. ეს იქნება „მარიოტის“ ე.წ. „ლაქშერი ქოლექშენის“ (უძრავი ქონების ფუფუნების სეგმენტის მიმართულება) ბრენდის ქვეშ ფუქნციონირებადი სასტუმრო, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება“, – განმარტა ებრალიძემ და დასძინა, რომ მომავალი წლის პრიორიტეტი დასრულებული პროექტებიდან თანაინსვესტირების ფონდის გამოსვლა და მათი გასხვისება იქნება.

„თანაინვესტირების ფონდის საბოლოო ამოცანა ის არის, პროექტი დაასრულოს და მერე პოტენციურ ინვესტორზე გაყიდოს, რათა საწყის ეტაპზე მყოფ ინვეტსორებს ფული დაუბრუნოს. საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. უკვე დავიწყეთ პროცესი „გალერია თბილისზე, „აქსის თაუერზე“, „პარაგრაფ შეკვეთილზე“ და დიდია ალბათობა, რომ 2020 წელს რომელიმე პროექტიდან გამოვიდეთ და ინვესტორებს ფული დავუბრუნოთ“, – განაცხადა ცოტნე ებრალიძემ.

წყარო: "პირველი არხი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system