თავში

ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი შშმ პირებს დაასაქმებს

ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი შშმ პირებს დაასაქმებს
ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი შშმ პირებს დაასაქმებს

ევროკავშირის წარმომადგენლობაის ცნობით, ადაპტური სამოსის მწარმოებელი მულტიბრენდული კომპანია „კომბინიზონა“ საკუთარ საწარმოში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა რაოდენობას გაზრდის.

პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით, „კომბინიზონამ“ 19 ცალი სამკერვალო აღჭურვილობა შეიძინა, რითაც საწარმოო სიმძლავრეებს გაზრდის.

„პროექტს ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს. „კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის - „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება - დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.

„ვინაიდან „კომბინიზონა„ ფოკუსირებულია სოციალურ პასუხისმგებლობაზე და ეს ამ ბრენდის ფილოსოფიას განსაზღვრავს, მას საქართველოში ტანსაცმლის წარმოების ინდუსტრიაში შემოაქვს ახლებური, ინოვაციური, ეკო-მეგობრული მიდგომები, რის წახალისებას და ხელშეწყობასაც, თავის მხრივ, ევროკავშირი ეწევა. ჩვენ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ კომპანიამ შეძლო არამხოლოდ შეენარჩუნებინა პერსონალი ამ კრიზისის პერიოდში, არამედ დასაქმების ახალი შესაძლებლობებიც შეექმნა“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ცნობისთვის, „კომბინიზონა“ სოციალური საწარმოა, რომელიც ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა ISF Georgia-ს პროექტია.

შეგახსენებთ, EU4Business-ი ინიციატივაა, რომელიც სრულად მოიცავს ევროკავშირის მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

2019 წელს, ინიციატივა EU4Business-ის მხარდაჭერით 147 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ბიუჯეტიც 872 მილიონი ევროა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system