თავში

TAP-ის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

TAP-ის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა
TAP-ის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

TAP-ის კონსორციუმის ინფორმაციით, ტრანსადრიტიკული მილსადენის TAP-ის მშენებლობა დასრულდა.  მილსადენის მშენებლობა 4.5 წელი გრძელდებოდა.

მილსადენი გაზის ტრანსპორტირებისთვის 2020 წლის ნოემბრისთვის იქნება მზად.

ამ დროისთვის მილსადენი ბერძნულ-თურქული საზღვრიდან იტალიის სამხრეთის ტერმინალამდე ბუნებრივი აირით უკვე შეივსო.

მილსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 10 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

TAP-ის აქციონერები BP (20%), SOCAR (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%) არიან. 

TAP-ი რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად გეგმავს შაჰ დენიზ -2 პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ევროპისთვის. ყიპოიში, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის მახლობლად, მილსადენი მიერთდება ტრანს-ანატოლიის მილსადენთან (TANAP) და გადის საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე.

შაჰ დენიზის კონსორციუმმა 2013 წლის 28 ივნისს ოფიციალურად განაცხადა TAP მილსადენის მარშრუტის შესახებ. მილსადენის საერთო სიგრძე 878 კილომეტრია, საიდანაც 550 კმ გადის საბერძნეთის ტერიტორიას, 215 კმ - ალბანეთს, 105 კმ - ადრიატიკის ზღვას, 8 კმ - სამხრეთ იტალიას.

მილსადენის ყველაზე მაღალი წერტილი განთავსებულია ალბანეთის მთებში (1,800 მ), ყველაზე დაბალი - ზღვის ფსკერზე (-820 მ).

TAP– ის მილსადენის დაგება საზეიმოდ დაიწყო 2016 წლის 17 მაისს, ცერემონია გაიმართა საბერძნეთში, სალონიკში.

ყველაფერი, TAP-ის, TANAP-ისა და გაზის სამხრეთ დერეფნის შესახებ, გაიგეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system