თავში

ტარიფების ნაწილში არაფერი იცვლება - სემეკ-ის წევრი

ტარიფების ნაწილში არაფერი იცვლება - სემეკ-ის წევრი
ტარიფების ნაწილში არაფერი იცვლება - სემეკ-ის წევრი

ტარიფების ნაწილში არაფერი არ იცვლება. რამდენსაც იხდიდნენ ჩვენი მომხმარებლები, იმდენს გადაიხდიან 2022 წელსაც. ცვლილება, რაც ჩვენ განვახორციელეთ და რასაც გარკვეული გაუგებრობა მოჰყვა, არის ის, რომ გადავედით, აღრიცხვიანობის ახალ სისტემაზე, - ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერებისთვის ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ვადა იქნება 16 რიცხვი, მიუხედავად იმისა, როდის მიუვათ ქვითარი და რა იქნება ქვითარში გადახდის ბოლო ვადად მითითებული.

„თბილისში აღრიცხვიანობის 22 ბლოკი არსებობდა და გადახდის 22 სისტემა. ყველას ჰქონდა ქვითრის ჩაბარების, ასევე გადახდისა და ელექტროენერგიის გათიშვის პერიოდები. ბევრი პრობლემა დაჯგუფდა და მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ აღრიცხვიანობა არის ის საკითხი, ზოგადად რაზეც დგას ენერგეტიკა. პრობლემების მოგვარებისას მთავარი იყო მოწყვლადი ჯგუფების მომხმარებლების ინტერესების დაცვა. პირველ რიგში ესენი არიან პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები. მათი უფლებების დაცვის მექანიზმის შემოღება, ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა აქამდე არსებული აღრიცხვიანობის სისტემა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევდა.

ასევე, 2 ქვითარი არ ნიშნავს გაზრდილ გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვითარი უბრალოდ ორად გაიყო. იანვრის თვის მოხმარება უკვე გადავა თებერვალში და ეს ყველაფერი უკვე იქნება მოწესრიგებული. მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მრიცხველის წაკითხვა მოხდება 4 დღეში და ქვითრებიც შესაბამის პერიოდში მიუვათ და აღარ იქნება ისე, როგორც აქამდე, მთელი თვის განმავლობაში მისდიოდა მთელ ქალაქს. მნიშვნელოვანი გარემობაა ასევე ის, რომ პენსიონერებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 16 რიცხვი, მიუხედავად იმისა, როდის მიუვათ ქვითარი და რა იქნება ქვითარში გადახდის ბოლო ვადად მითითებული, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 23 რიცხვი, რადგან 22-ში მათ დახმარება ერიცხებათ. ზუსტად ამ ყველაფრის გამო მოწესრიგდა ეს სისტემა. მესმის, რომ იანვრის დასაწყისში მომხმარებლებისთვის ორი ქვითრის მიღება გარკვეული ფინანსური ტვირთია, თუმცა შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე ვნახავთ, რომ არამც თუ უფრო ადრე მიუვათ ქვითარი, არამედ გაცილებით უფრო გვიან მიიღებენ ქვითრებს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system