თავში

ტაშკენტში უძრავი ქონების მსიფლიო ფორუმი გაიმართება

ტაშკენტში უძრავი ქონების მსიფლიო ფორუმი გაიმართება
ტაშკენტში უძრავი ქონების მსიფლიო ფორუმი გაიმართება

2021 წლის 27 და 28 მაისს ტაშკენტში გაიმართება ფორუმი Crew Central Asia, როლის მთავარი და განმსაზღვრელი თემა Urban Future - ქალაქების მომავალი იქნება. ფორუმზე შეიკრიბებიან არქიტექტორები, ურბანისტები, დეველოპერები , სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, საოფისე და საცალო ფართების მოიჯარეები, ბროკერები. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სამთავრობო უწყებების მაღალი ოფიციალური პირები. ფორუმს Crew Central Asia უკვე 8 წელი შეუსრულდა. ორგანიზატორი კომპანიის Kazakhstan Networking Partners-ის დირექტორის, ალია სერიკპაევას ინფორმაციით, წელს ფორუმზე იქნებიან უძრავი ქონების ექსპერტები 10-ზე მეტი ქვეყნიდან. გასული წლის მსგავსად, ფორუმი  CREW 2021 ჩატარდება „ცოცხალ ფორმატში". 

"პირველი 6 წლის მანძილზე ის ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. შარშან სექტემბერში, გადავწყვიტეთ ახალ ბაზარზე გასვლა და ტაშკენტში ჩავატარეთ ფორუმი. ამის შემდეგ, მერიის დახმარებით, გადავწყვიტეთ, აღარ შემოვფარგლულიყავით ცენტრალური აზიის რეგიონით და ღონისძიებაში შემოგვეღო მსოფლიო პრაქტიკა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციასთან (FIABCI), რამაც მაქსიმალურად ხელი შეგვიწყო ღონისძიებაზე მოწინავე მსოფლიო ექსპერტების მოზიდვაში. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაცხადებთ ცენტრალურ აზიაში ფედერაციის ახალი წარმომადგენლობის გახსნის შესახებაც. ამჟამად, მზადების პროცესში ვიმყოფებით და დარწმუნებული ვართ, რომ FIABCI-ის ფილიალის გახსნა მომავალში ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ფორუმი წარმატებით ჩავატაროთ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ფორუმი "ცოცხალ ფორმატში" გაიმართება, თუმცა ზოგიერთი სტუმარი ჩაერთვება ონლაინაც.  ჩვენ ეს ფორმატი,შარშან სექტემბერში უკვე გამოვცადეთ და ის ძალიან კარგად იმუშავა. შესაბამისად, ამ პოზიტიურ გამოცდილებას ამჯერადაც გამოვიყენებთ. ერთერთი სიახლე იქნება საპრეზენტაციო ზონა, სადაც ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ფორუმის მსვლელობისას გამართონ საქმიანი შეხვედრები, მობილური ოფისის ფორმატში, წარმოადგინონ თავიანთი პროექტები და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მოხარული ვიქნებით, ვიხილოთ ქართული პროექტების პრეზენტაციებიც," - განუცხადა Property Georgia-ს სერიკპაევმა. 

ფორუმს დაესწრებიან ინვესტორები, რომლებიც წარმოადგენენ არაბულ ქვეყნებს და აზია-ოკეანეთის რეგიონის უმსხვილეს დეველოპერებს. კონფერენციაზე ცოცხალ და მულტიმედია-ფორმატში სიტყვით გამოვლენ სპეციალისტები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს საუკეთესო დეველოპერულ პროექტებს - პრემიის FIABCI World Prix D'Excellence Award, უძრავი ქონების სფეროს „ოსკარის“ ლაურეატებს. აღნიშნულ ჯილდოს FIABCI უკვე 30 წელია, ანიჭებს პროექტებს, რომლებმაც 65 ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარი ჟიურის წინაშე დაამტკიცეს თავისი ბრწყინვალება და წარმატება. პარტნიორობის ფარგლებში, ფორუმზე ასევე გამოვლენ ექსპერტები წამყვანი საკონსულტაციო კომპანიებიდან, როგორიცაა Cushman & Wakefield, CBRE და PwC. ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ-დან, ინდონეზიიდან, სინგაპურიდან, არაბული ქვეყნებიდან, საფრანგეთიდან და ა.შ.

რაც შეეხება, ღონისძიების ჩატარების ადგილს, ალია სერიკპაევას ინფორმაციით, წელს ღონისძიებისთვის ტაშკენტიშეირჩა, თუმცა, მომავალში ის შეიძლება რეგიონის სხვა დედაქალაქებშიც ჩატარდეს.

"ჩვენ, როგორც CREW Central Asia-ს პლატფორმა 2017 წლიდან, თვალყურს ვადევნებთ ჩვენი რეგიონის ქალაქებში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტემპებს. ჩვენი ძირითადი მისიაა, გავხადოთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ბაზარი ინფორმაციულად გახსნილი და მომხიბლავი გარე მოთამაშეებისა და ინვესტორებისათვის. რამდენადაც უზბეკეთის და, კერძოდ, ტაშკენტის უძრავი ქონების ბაზარი დიდი ხნის მანძილზე ჩაკეტილი იყო, უცხოელთა ინტერესებისთვის მისი გახსნის შემდეგ ქალაქი ტაშკენტი აღმოჩნდა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამიტომ წელს ღონისძიების ჩატარების ადგილის არჩევანი გაკეთდა ქალაქ ტაშკენტის სასარგებლოდ. ასევე გვაქვს ჩვენი ფორუმის გასვლითი ფორმატით სხვა ქალაქებში ჩატარების ვარიანტებიც, მომავალში ეს შეიძლება იყოს ჩვენი რეგიონის სხვა დედაქალაქებიც," - ამბობს სერიკპაევა.

ფორუმის მთავარი და განმსაზღვრელი თემაა Urban Future - ქალაქების მომავალი. ეს თემა უკვე მოიცავს CREW-ს მთელ სამყაროს:

  • ქალაქთშენებლობას, რომელიც მოითხოვს მდგრადობას და ეკო-განვითარებას; ინვესტიციებს სრულიად ახალ პროექტებში, რაც შეცვლის ცენტრალური აზიის ქალაქების მომავალს;
  • გამოწვევები, რომლებიც შეაქვს პანდემიას საოფისე სეგმენტში, საცალო გაყიდვასა და ლოგისტიკაში;
  • გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდი ხანია შემოთავაზებულია ინოვატორების მხრიდან, მაგრამ მუდმივ მოთხოვნილებებს იძენენ მხოლოდ კარანტინის გარემოებათა გავლენით;
  • როგორ ინარჩუნებს სიცოცხლეს სტუმართმოყვარეობის სეგმენტი ტურისტთა ნაკადის ცვლილების პირობებში;
  • რა ელის მომავალში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროექტებს, და როგორ შეიცვლება მომავალში პროექტებისა და ინვესტიციების მართვა.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system